ნესტარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნესტარი, საწერტელი — დედალი სიფრიფანაფრთიანების მჩხვლეტი აპარატის საჩხვლეტი ნაწილი. მჩხვლეტი აპარატი მოთავსებულია მუცლის ბოლოზე, ეს არის სახეცვლილი კვერცხსადები, რომელსაც დაკარგული აქვს ჩვეული ფუნქცია და ემსახურება თავდაცვასა და თავდასხმას. მოქმედებისას მჩხვლეტი აპარატი გარეთ გამოიწევა, ნესტარი შიშვლდება და მტრის ან მსხვერპლის სხეულში ესობა. ამასთან ჭრილობაში ჩადის შხამიანი სითხე, რომელიც გამოიყოფა მუცელში მოთავსებული წყვილი ჯირკვლიდან. ზოგჯერ ნესტარს კოღოს ხორთუმსაც უწოდებენ. მორიელის ნესტარი მუცლის ბოლოზე მოთავსებული ნემსია, რომელიც ძირში შხამიანი ჯირკვალია. ნესტარს უმართებულოდ გველის გაორკაპებულ ენასაც უწოდებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]