ნეოპილინა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ნეოპილინა | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
ნეოპილინა
ნეოპილინა
|
||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Neopilina | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
ნეოპილინა (Neopilina) — მონოპლაკოფორების ერთადერთი გვარი. მათი სხეული დაფარულია თხელი, წვეტიანი, ხუფისმაგვარი ნიჟარით, რომლის სიგრძე 37 მმ აღწევს. აქვს 8 წყვილი ჩამკეტი კუნთი. მანტიის ღრუში 5-6 წყვილი ფრთისებრი ლაყუჩია. გული 2 პარკუჭისა და 4 წინაგულისაგან შედგება. თირკმელი 6 წყვილია, სასქესო ჯირკვლები — 2 წყვილი. ცალსქესიანი ცხოველებია. ცნობილია 6 სახეობა. გავრცელებულია წყნარი, ინდოეთისა და ატლანტის ოკეანეების სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში 1800-6500 მ სიღრმეზე.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 384, თბ., 1984 წელი.

