ნეომავრიტანული სტილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრან ტეატრო ფალა, კადისი, ესპანეთი

ნეომავრიტანული სტილი — XIX საუკუნის II ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის ევროპისა და ამერიკის ეკლექტიკურ არქიტექტურაში რეტროსპექტიული მიმართულება, რომელიც შუასაუკუნეების ესპანური, პორტუგალიური, მავრიტანული და ისლამური ხუროთმოძღვრების არქიტექტურული მეთოდების, განსაკუთრებით მუდეხარის, გადაფასებასა და, ხშირ შემთხვევაში, იმიტაციაში გამოიხატებოდა. მას საფუძვლად უდევს ვესტგოტების, ბერბერებისა და არაბული ხალიფატის სხვა ხალხების მხატვრული ტრადიციების სინთეზი. სტილის პოპულარობა განპირობებული იყო აღმოსავლური საგნების მიმართ ზოგადი ინტერესის გაცხოველებით, ასევე არქიტექტორების სურვილით ესესხებინათ დეკორატიული ორნამენტების მოტივები ისტორიული წყაროებიდან, რომლებიც სცილდებოდა კარგად ნაცნობ კლასიკურ და გოტიკურ ფორმებს.