ნემანია ვიდიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნემანია ვიდიჩი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
21 ოქტომბერი, 1981 (1981-10-21) (42 წლის)
დაბადების
ადგილი
ტივიტო უჟიცე, იუგოსლავია
სიმაღლე 188 სმ
სათამაშო
პოზიცია
ცენტრალური მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
კარიერა დაასრულა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2000–2004 ცრვენა ზვეზდა 67 (12)
2004–2006 სპარტაკი მოსკოვი 39 (4)
2006–2014 მანჩესტერ იუნაიტედი 211 (15)
2014-2016 ინტერნაციონალე 23 (1)
ეროვნული ნაკრები
2002-2011 სერბეთი 56 (2)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 31 აგვისტო, 2014

ნემანია ვიდიჩი (სერბ. Немања Видић (დ. 21 ოქტომბერი, 1981) — ყოფილი სერბი ფეხბურთელი, კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა ინგლისურ მანჩესტერ იუნაიტედში, სადაც კლუბის ისტორიის ერთ-ერთ გამორჩეულ მცველად ითვლება.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნემანია დაიბადა სერბეთის ქალაქ ტიტოვო უჟიცეში. მამამისი დრაგულიუბი ქარხანაში მუშაობდა, დედა ზორა ბანკში. ნემანიამ ფეხბურთის თამაში 7 წლიდან დაიწყო. იგი მის უფროს ძმასთან ერთად დადიოდა ადგილობრივ კლუბ იედინსტვოში. ვიდიჩი ძალიან სწრაფად პროგრესირებდა, 12 წლის იგი სხვა ადგილობრივ კლუბში, სლობოდაში გადავიდა.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცრვენა ზვეზდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორწლინახევრის შემდეგ, სანამ ნემანიას 15 წელი შეუსრულდებოდა გადავიდა ბელგრადის ცრვენა ზვეზდას ახალგაზრდულ კლუბში. როდესაც ვიდიჩს 18 წელი შეუსრულდა, იგი განათხოვრებული იქნა გუნდიდან სუბოტიცის სპარტაკში. 2000 წელს. სეზონის შემდეგ იგი დაუბრუნდა წითელ ვარსკვლავს, სადაც იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის თასი მოიგო. ვიდიჩი დაბრუნებისთანავე სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და მალევე მოიპოვა კაპიტნის სამკლავური. იგი სამი წელი იყო კაპიტანი, მან ჩაატარა 64 მატჩი სადაც 12 გოლის გატანა შეძლო. ნემანია მშობლიურ კლუბს მაჟორულ ნოტაზე დაემშვიდობა, მოიგო რა, 2004 წელს, სერბეთის და ჩერნოგორიის თასი და ჩემპიონატი.

მოსკოვის სპარტაკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წელს ვიდიჩს თვალი რუსმა სკაუტებმა დაადგეს და ივნისში მან მოსკოვის სპარტაკში გადაინაცვლა. მისი სატრანსფერო ღირებულება არ ვრცელდება, მაგრამ არსებობს ინფორმაცია, რომ ის იმ დროისთვის ყველაზე ძვირადღირებული მცველი იყო რუსეთში. მოსკოვში მან 2 სეზონი ითამაშა. ვიდიჩმა ჩაატარა 39 შეხვედრა და 4 გოლი გაიტანა. მოსკოვური გუნდი მისი ევროპული კარიერის დასაწყისად ითვლება.

მანჩესტერ იუნაიტედი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანჩესტერ იუნაიტედი ნახევარი წლის განმავლობაში ცდილობდა ვიდიჩის ყიდვას. იუნაიტედმა საწადელი აიხდინა 2006 წლის 5 იანვარს. მანჩესტერმა ვიდიჩში 7 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა. ნემანიას 15 ნომრიანი მაისური მისცეს. მისი დებიუტი მანჩესტერში შედგა 2006 წლის 25 იანვარს. ვიდიჩმა რუდ ვან ნისტელროი გამოცვალა, ბლექბერთან შეხვედრისას, ინგლისის თასის ნახევარფინალში.

2006–2007 წლებში იგი მოხვდა მანჩესტერის მთავარ შემადგენლობაში, ცენტრალური დაცვის პოზიციაზე. მას პარტნიორობას უწევდა უდიდესი ვარსკვლავი რიო ფერდინანდი. 2007 წელს რიო და ნემანია არაოფიციალურად დასახელდნენ ევროპის საუკეთესო ცენტრალურ მცველებად. პირველ წელს მან ჩაატარა 25 შეხვედრა. 2006 წელსვე მოიგო ინგლისის პრემიერ ლიგა.

ნემანია ვიდიჩმა პირველი გოლი უიგანის კარში გაიტანა, 2006 წლის 14 ოქტომბერს. მაშინ იუნაიტედმა 3-1 დაამარცხა მეტოქე. პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაში გაიტანა 6 დეკემბერს, ბენფიკას წინააღმდეგ. სულ მას მანჩესტერის რიგებში 8 გოლი აქვს გატანილი.

2007 წლის 8 ნოემბერს ვიდიჩმა ხელი მოაწერა 2 წლიან კონტრაქტის გახანგრძლივებას. კონტრაქტის თნახმად ვიდიჩი მანჩესტერში დარჩა 2012 წლამდე. 2007-2008 წლები ვიდიჩისთვის და მანჩესტერ იუნაიტედისთვის საუკეთესო აღმოჩნდა. ვიდიჩმა მოიგო პრემიერ ლიგა და ჩემპიონთა ლიგა. ნემანიამ სეზონში 32 მატჩი ითამაშა და 1 გოლის გატანა შეძლო.

2008–2009 წლის სეზონში, მანჩესტერმა რეკორდი დაამყარა. იუნაიტედს 14 თამაში გოლი არ გაუშვია. ამაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნემანია ვიდიჩმა. 2008 წლის პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ვიდიჩი იყო წარდგენილი. მაგრამ მისივე თანაგუნდელი რაიან გიგზი გახდა ტიტულის მფლობელი.

ვიდიჩის აგრესიულმა დაცვამ გამოიწვია ინგლისის და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მცველის სტატუსი. მისი სავიზიტო ბარათი თავით კარგი თამაში, მეტოქის საჯარიმოში კუთხურებისას ჩართვა და საუკეთესო ფიზიკური მომზადება იყო. მანჩესტერში ნემანია ცნობილი იყო მეტსახელით ვიდა, რომელიც მას თანაგუნდელებმა შეარქვეს. მისი დაცვა შედარებულია სტივ ბრიუსთან, მანჩესტერის ლეგენდარულ მცველთან.


ინტერნაციონალე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის ზაფხულიდან ვიდიჩმა კარიერა მილანის ინტერნაციონალეში გააგრძელა,[1] მან გუნდში 23 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, თუმცა შემდეგ უნიჭიერეს მცველს გამუდმებულმა ტრამვებმა საშუალება არ მისცა თავი სათანადოდ წარმოეჩინა და 2016 წლის იანვარში კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.[2]

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიდიჩის დებიუტი იუგოსლავიის ნაკრებში შედგა 2002 წლის 12 ოქტომბერს, იტალიის წინააღმდეგ. ვიდიჩი შედის სერბეთის დაცვის "ცნობილ ოთხეულში". საუკეთესო ოთხეულში შედის ასევე: მალდენ კრატაიჩი, ივიცა დრაგუნოვიჩი, გორან გვარაჩიჩი. ვიდიჩი იმ ფეხბურთელთა რიცხვშია ვინც იუგოსლავიის ნაკრებშიც უთამაშია და სერბეთის. მას ხანდახან სერბ კედელსაც კი უწოდებენ, მისი შესანიშნავი თამაშის გამო, სერბეთის ნაკრებში.

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი სეზონი ლიგა თასი ლიგის თასი ევროპული ტურნირები სხვა ჯამში
თამაშები გოლები თამაშები გოლები თამაშები გოლები თამაშები გოლები თამაშები გოლები თამაშები გოლები
ბელგრადის წითელი ვარსკვლავი 2000–01 0 0 0 0
სუბოტიცას სპარტაკი (იჯარით) 2000–01 27 6 27 6
ბელგრადის წითელი ვარსკვლავი 2001–02 22 2 22 2
2002–03 25 5 25 5
2003–04 20 5 20 5
ჯამში 67 12 67 12
მოსკოვის სპარტაკი 2004 12 2 12 2
2005 27 2 27 2
ჯამში 39 4 39 4
მანჩესტერ იუნაიტედი 2005–06 11 0 2 0 2 0 0 0 0 0 15 0
2006–07 25 3 5 0 0 0 8 1 0 0 38 4
2007–08 32 1 3 0 0 0 9 0 1 0 45 1
2008–09 34 4 4 0 4 0 8 1 4 2 54 7
ჯამში 102 8 14 0 6 0 25 2 5 2 152 12
კარიერის ჯამი 235 30 14 0 6 0 25 2 5 2 285 34

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წლის 17 ივნისს ნემანია ვიდიჩი დაქორწინდა ანა ივანოვიჩზე (არა ცნობილ სერბ ჩოგბურთელზე). მათ ჰყავთ შვილი სახელად ლუკა. ანა არის სტუდენტი ეკონომიკის ფაკულტეტზე, ბელგრადის უნივერსიტეტში.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელგრადის ცრვენა ზვეზდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანჩესტერ იუნაიტედი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიდიჩმა პირველი ტიტული მოიგო 2005 წელს. იგი დასახელდა სერბეთის საუკეთესო ფეხბურთელად, რომელიც სერბეთში არ თამაშობს. ვიდიჩი სერბეთის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა 2005 და 2008 წლებში. 2006/7, 2007/8 და 2008/2009 წლების სეზონში იგი შევიდა პრემიერ ლიგის საუკეთესო გუნდში. 2006/7 და 2007/8 წლებში იგი ნომინირებული იყო ევროპის საუკეთესო მცველის ტიტულზე. 2008 წელს იგი წარდგენილი იყო წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულზე.

  • სერბეთის საუკეთესო ფეხბურთელი რომელიც სერბეთში არ თამაშობს (3) 2005, 2007 და 2008.
  • სერბეთის საუკეთესო ფეხბურთელი (2) 2005 და 2008.
  • პრემიერ ლიგის წლის გუნდი (3) 2006/7, 2007/8 და 2008/9.
  • პრემიერ ლიგის თვის ფეხბურთელი (1) 2009 წლის იანვარი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]