ნელამავალნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ნელამავალნი | ||||
|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||
|
||||
| ლათინური სახელი | ||||
| Tardigrada | ||||
| დაცვის სტატუსი | ||||
|
|
ნელამავალნი (Tardigrada), პატარა უხერხემლოების ტიპი, რომლებიც უახლოვდებიან ფეხსახსრიანებს. მათი სხეული მოკლეა (0,1-1,0 მმ), მკვეთრ სეგმენტაციას მოკლებული. ტიპში 300-მდე სახეობაა. გავრცელებული არიან ყველგან; ბინადრობენ ზღვაში, მტკნარ წყალში, ხავსსა და ნიადაგში. ხმელეთის ნელამავალნს შეუძლიათ გამოშრენ და წლობით ანაბიოზში იმყოფებოდნენ. რამდენიმე საათს უძლებენ გაცივებას — 271°-მდე და გახურებას 150 °C-მდე.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 7, გვ. 375, თბ., 1984