ნეიროლინგვისტიკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნეიროლინგვისტიკა შეისწავლის ადამიანის ტვინის ნევრულ მექანიზმს, რომელიც აკონტროლებს მეტყველებას.

ერთ-ერთი პირველი მეცნიერი, რომელმაც დააკავშირა ტვინის გარკვეული ზონა მეტყველების პროცესათან იყო ფრანგი ქირურგი პოლ ბროკა, რომელმაც უამრავი აუტოფსია ჩაატარა იმ მეტყველება დაზიანებულ ადამიანებზე, რომელთაც, ამავე დროს გააჩნდათ ტვინის დაზიანება.

ტერმინ „ნეიროლინგვისტიკის“ დამკვიდრება განაპირობა ჰარი ვაითეკერმა, რომელმაც, ამავე სახელწოდების ჟურნალი დააარსა 1985 წ.

ზოგადად, ნეიროლინგვისტიკა მომდინარეობს აპასიოლოგიისგან, რომელიც განვითარდა XIX ს. და იკვლევდა ტვინის დაზიანებისას წარმოშობილ მეტყველების დეფექტებს.