ნეიმეგენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ნეიმეგენი
ნიდერლ. Nijmegen
Nijmegen (3).JPG
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა ნიდერლანდის დროშა ნიდერლანდი
პროვინცია გელდერლანდი
კოორდინატები 51°49′30″ ჩ. გ. 5°51′20″ ა. გ. / 51.82500° ჩ. გ. 5.85556° ა. გ. / 51.82500; 5.85556
ქალაქი 1230  წლიდან
ფართობი 57,53 კმ²
მოსახლეობა 165 253 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 3 083 კაცი/კმ²
აგლომერაცია 229 043
დროის სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 6500–6547, 6663
ოფიციალური საიტი http://www.nijmegen.nl

ნეიმეგენი მდებარეობა ნიდერლანდი

Red pog.svg

ნეიმეგენი (ნიდერლ. Nijmegen) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ ნიდერლანდში, გელდერლანდის პროვინციაში, გერმანიის საზღვრის სიახლოვეს. მიიჩნევა ქვეყნის უძველეს ქალაქად და 2005 წელს მან არსებობის მე-2000 წელი იზეიმა.

ისტორია[რედაქტირება]

დოკუმენტებში ნეიმეგენი პირველად ძვ. წ. I საუკუნეში იხსენიება, როდესაც რომაელებმა სამხედრო ბანაკი ააგეს იმ ადგილას, სადაც მოგვიანებით ნეიმეგენი აშენდა. მდებარეობას დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნდა, რადგან ქალაქს ირგვლივ ბორცვები ერტყა.

ნეიმეგენის ოქროს ხანა კაროლინგების დროს იდგა, როდესაც ქალაქში იმპერიული სასახლე მდებარეობდა. 1230 წელს, საღვთო რომის იმპერატორმა ფრიდრიხ II-მ ნეიმეგენს ქალაქის სტატუსი მიანიჭა.

შუა საუკუნეებში, ნეიმეგენი ჰანზის კავშირის თავისუფალი ქალაქი იყო (1364 წლიდან). XVI საუკუნეში, ჰოლანდიის რევოლუციის დროს, რაც ესპანელთა ბატონობის წინააღმდეგ იყო მიმართული, ნეიმეგენი უტრეხტის უნიის მხარეს იდგა. ლუი XIV-ის ომების დროს, ქალაქი ფრანგებმა აიღეს.

1940 წელს, ნეიმეგენი პირველი ნიდერლანდური ქალაქი იყო, რომელშიც გერმანელები შეიჭრნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს, იგი თითქმის მთლიანად დაინგრა. განსაკუთრებით კატასტროფული იყო 1944 წლის დაბომბვები. ომის შემდგომი რესტავრაციის დროს, ხელახლა აშენდა ქალაქის ცენტრი, სადაც ომს გადარჩენილი სულ რამდენიმე ნაგებობა შემორჩა.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]