ნეგო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნეგო
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
რიგი: Asterales
ოჯახი: რთულყვავილოვანნი
გვარი: ნეგო
ლათინური სახელი
Helichrysum

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


ნეგო, უკვდავა (Helichrysum), მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახები ან ბუჩქბალახებია. კალათის საბურვლის ფოთოლაკები კაშკაშა ფერისაა (ყვითელი, ნარინჯისფერი ან მოწითალო) და სიფრიფანა; გვარი აერთიანებს 500--მდე სახეობას, რომელიც იზრდება ევროპის, აზიის, სამხრეთ აფრიკისა და ავსტრალიის ცხელსა და ზომიერ ზონაში. საქართველოში 5 სახეობაა. იზრდება ქვიან და ღორღიან ადგილებზე მთის ქვედა სარტყლიდან მოკიდებული სუბალპურ სარტყლამდე. დეკორატიულია, გამოიყენება მშრალი თაიგულებისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 7, გვ. 361, თბ., 1984
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ნეგო&oldid=2531192“-დან