ნეანდერტალელის გენომის გაშიფვრა
2006 წლის ივლისში მაკს პლანკის ინსტიტუტმა გერმანიაში და კომპანია 454 Life Sciences აშშ-ში, გამოაცხადეს ნეანდერტალელის გენომის სრული წაკითხვის სამუშაობის დაწყება.[1] ნეანდერტალელის გენომი ზომით ახლოს დგას თანამედროვე ადამიანის გენომთან; წინასწარი შედეგებიდან ჩანს, რომ ადამიანის და ნეანდერტალელის დნმ იდენტურია 99,5 %-ით. მკვლევარებმა ნეანდერტალელის ნამარხი დნმ ამოიღეს ბარძაყის ძვლიდან, რომელიც 38 000 წლის წინანდელ ნეანდერტალელი მამაკაცის ჩონჩხს ეკუთვნოდა. ჩონჩხი ნაპოვნია ვინდიას გამოქვაბულში, ხორვატიაში; ასევე სხვა ძვლებიდან, ნაპოვნი ესპანეთში, რუსეთში და გერმანიაში[2][3]. გენომის სეკვენსირებისთვის საჭირო იყო დაახლოებით ნახევარი გრამი ძვალი, თუმცა პროექტში სირთულეებმა იჩინა თავი - ძვლები დაბინძურებული აღმოჩნდა ბაქტერიებით, და იმ ადამიანთა მიერ, რომლებიც გათხრებზე და ლაბორატორიაში ეხებოდნენ მათ.
2009 წლის თებერვალში გერმანელ გენეტიკოსთა ჯგუფმა, სვანტე პეებოს ხელმძღვანელობით, გაშიფვრის შავ სამუშაოთა (63 %) დასრულება გამოაცხადა. აღმოჩნდა რომ ნეანდერტალელთა გენომში არ იყო გენი „Lct“, რაც ლაქტოზის აუტანლობას იწვევს[4].
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ “Полный геном неандертальца будет прочтен через два года“, Элементы.ру, 20 ноября 2006. (რუსული)
- ↑ “Team in Germany maps Neanderthal genome“, The Associated Press, 12 February 2009. (ინგლისური)
- ↑ “Scientists Decode Majority of Neanderthal Man's Genome“, Deutsche Welle, 13 February 2009. (ინგლისური)
- ↑ “Неандертальцы могли говорить и не пили молоко - ученые“, РИА Новости, 14 февраля 2009 года. (რუსული)
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- "Genetic algorithm model shows that modern humans out-competed the Neanderthal" Short summary of a peer review paper 2008. (ინგლისური)
- "Last of the Neanderthals" National Geographic, October 2008 (ინგლისური)
- MSNBC "Neanderthal genome project launches" 22 November 2006. (ინგლისური)
- BBC News Paul Rincon, "Neanderthal DNA secrets unlocked" 15 November 2006 (ინგლისური)
- "Welcome to Neanderthal genomics" 17 November 2006 (ინგლისური)
- "Neanderthal Genome Sequencing Yields Surprising Results and Opens a New Door to Future Studies" 15 November 2006 (ინგლისური)
სტატიის