ნახშირბადის წრებრუნვა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნახშირბადის მოძრაობას თავის ფორმებში, ბიოსფეროს, ატმოსფეროს, ოკეანეების და გეოსფეროს შორის ნახშირბადის ციკლი ეწოდება. ნახშირბადის ციკლი ბიოგეოქიმიური ციკლების შემადგენელი ნაწილია. ამ ციკლში არის ნახშირბადი სხვადასხვა ფორმით და პროცესები, რომლებსაც იგი გადაჰყავთ ერთი ფორმიდან მეორეში.

ჩვენ კარგად ვიცით თუ როგორ ცვლიან ატმოსფერო და მცენარეული სამყარო ნახშირბადს. მცენარეები შთანთქავენ CO2-ს ატმოსფეროდან ფოტოსინთეზის პროცესის დროს და გამოყოფენ CO2-ს უკან ატმოსფეროში სუნთქვის დროს. CO2 -ის მთავარ ცვლილებას ადგილი აქვს ოკეანეებსა და ატმოსფეროს შორის. დაშლილი CO2 ოკეანეებში გამოყენებულია საზღვაო ბიომატერიის მიერ ფოტოსინთეზში. ორი სხვა მნიშვნელოვანი პროცესი არის: წიაღისეული საწვავის წვა და მიწის ცვლილება.

წიაღისეულ საწვავში იწვის ქვანახშირი, ზეთი, ბუნებრივი გაზი და ბენზინი, რომლებსაც მოიხმარებს ინდუსტრია, ელექტროსადგურები და ავტომობილები. შევნიშნოთ რომ ციკლის მიმართულება მიდის მხოლოდ ერთი გზით: ინდუსტრიიდან ატმოსფეროსკენ. მიწის ცვლილება არის ვრცელი თემა რომელიც შეიცავს ბევრ არსებით ადამიანურ მოქმედებებს. ისინია: აგროკულტურა, ტყის ჩეხვა და ტყის განაშენიანება.

დიაგრამაზე ნაჩვენებია ნახშირბადის ციკლს ნახშირბადის მასასთან ერთად, გიგატონობით ყოველ ისარში და ყოველ პროცესში როგორც ცნობილია. ნახშირბადის მოცულობის ცვლილება ყოველი პროცესის დროს, განსაზღვრავს კონკრეტული ისარი იზრდება თუ მცირდება.

მაგალითად, ოკეანე შთანთქავს 2.5 გტ(გიგატონა) ნახშირბადზე მეტს ატმოსფეროდან. აქ ნახშირბადის რაოდენობის ჯამი თანაბრდება, ოკეანის ისარი იზრდება 2.5 გტ-ით წელიწადში ხოლო ატმოსფეროს ისარი მცირდება შესაბამისად.

მაგრამ სხვა შემთხვევაში არ თანაბრდება, წიაღისეული საწვავის წვა ზრდის ატმოსფეროში ნახშირბადის მარაგს დაახლოებით 6.1 გტ-ით ყოველ წელს, და ატმოსფერო ასევე ურთიერთქმედებს მცენარეებთან და ნიადაგთან. გარდა ამისა იცვლება მიწის საფარი ადამიანის მიერ.

ნახშირბადის ციკლი არის ცხადად ძალიან კომპლექსური და ყოველ პროცესს აქვს გავლენა სხვა პროცესებზე.

თუ პირველადი პროდუქტი გაფუჭდება, დავარდება და გაიხრწნება ნიადაგში. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ, გახრწნა ნიადაგისგან ატმოსფეროსკენ ასევე გააფუჭებს ამ ბალანსს, ასე რომ, ნახშირბადის მარაგი ატმოსფეროში იქნება მუდმივად?

უსათუოდ არა, შეიძლება გაგრძელდეს მისი ციკლის მიმდინარე ტემპი რამდენიმე წლის განმავლობაში, და ამგვარად ატმოსფერო იძულებული იქნება შთანთქოს ჭარბი ნახშირბადი, რომელიც გამოყოფილი იქნება ნიადაგიდან. მაგრამ ეს ზრდა ატმოსფერული ნახშირბადის შეიძლება დასტიმულირდეს ოკეანისგან CO2-ის შთანთქმის ზრდით.

როგორც ცნობილია, ნახშირბადის ციკლი უნდა იყოს დახურული სისტემა.სხვა სიტყვებით კი, ნახშირბადის ჯამი უნდა იყოს უცვლელი მსოფლიოში. მეცნიერები აქტიურად იკვლევენ ნახშირბადის ციკლს რომ ნახონ, თუ რეალურად აჩვენებს მათი მოაცემები ციკლის ბალანსს.ამ ტიპის გამოკვლევები იძულებულს ხდიან მეცნიერებს დაიჯერონ, რომ ჩრდილო ჰემისფეროს ტყეები ფაქტიურად შთანთქავენ 3.5 გტ ნახშირბადს წელიწადში, ასევე ცვლიან დედამიწის საფარს, იღებენ ნახშირბადს ატმოსფეროდან, არ ზრდიან მას ისე, როგორც დიაგრამაზეა ნაჩვენები. ექპერიმენტები გრძელდება ამ ინფორმაციის დასამტკიცებლად.