ნახური ენები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნახური ენებინახურ-დაღესტნური ენების ქვეჯგუფი, რომელიც აერთიანებს ჩაჩნურ, ინგუშურ და ბაცბურ ენებს. ნახური ენები გავრცელებულია ჩეჩნეთისა და ინგუშეთის რესპუბლიკებში და საქართველოს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში.

ჩაჩნურისა და ინგუშურის ფონეტიკისათივს დამახასიათებელია თანხმოვანთა მარტივი და ხმოვანთა რთული სისტემა. ბაცბურ ენას მოეპოვება ყრუ ლატერალი. სპირანტი და ხმოვანთა სისტემა შედარებით მარტივია, სიტყვის ბოლოში შეიძლება ჰქონდეს მოკლე ხმოვნები ე, ი, ო, უ.

ნახური ენების მორგოლოფიაში გამოიყოფა 4 ძირითადი ბრუნვა (სახელობითი, ნათესაობითი, მიცემითი, ერგატივი) და ზოგიერთი თანდებულიანი ბრუნვა. ზმნას აქვს გრამატიკული კლასის კატეგორია, ასპექტი, დრო, კილო, მიმღეობა და აბსოლუტივები, ინფინიტივი, მასდარი და სხვ. ნახური ენების ზოგიერთ დიალექტში კლასოვანი უღვლილებაა, ზოგიერთში კი კლასოვანი უღვლილების საფუძველზე წარმოშობილი კლასოვან-პიროვანი უღვლილება; გარჩეულია სტატიკური და დინამიკური ზმნები; გამოიყოფა აწმყოსა და აორისტის ჯგუფის დროები.

სინტაქსში რთული დაქვემდებარებული წინადადების შინაარსის გადმოსაცემად მარტივი წინადადებაა გამოყენებული. ბაცბური და ჩაჩნური ენების ზოგ კილოში ქართული ენის გავლენით განვითარდა რთული დაქვემდებარებული წინადადება.

ნახური ენების ლექსიკაში გვხვდება საერთო ნახური და სხვა ენებიდან შესული სიტყვები.

ლიტერატურა[რედაქტირება]