ნაწლავმსუნთქავნი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნაწლავმსუნთქავნი
Saccoglossus
Saccoglossus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ნახევრადქორდიანები
კლასი: ნაწლავმსუნთქავნი
ლათინური სახელი
Enteropneusta
დაცვის სტატუსი

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


ნაწლავმსუნთქავნი (Enteropneusta), ზღვის ცხოველების კლასი ნახევრადქორდიანთა ტიპისა. მათი სხეულის სიგრძე რამდენიმე სმ-იდან 1 მ-მდე აღწევს. შედგება ხორთუმის, საყელოსა და ტანისაგან. ხორთუმის ფუძესთან მოთავსებულია პირის ღრუ გადადის ხახაში. საყლაპავის კედლებში ორ რიგად არის განლაგებული სალაყუჩე ხვრელები. ნაწლავები სხეულის უკანა ბოლოზე ანალური ხვრელით მთავრდება. გამომყოფ ორგანოს ხორთუმის კედელში ნაოჭიანი მონაკვეთის (გლომერულუსის) სახე აქვს. ნერვული სისტემა 2 ღეროსა (ზურგის და მუცლის) და ნერვული იჯრედების ხლართისაგან შედგება. სისხლძარღვთა სისტემა მუცლისა და ზურგის ძარღვებითაა წარმოდგენილი. ნაწლავმსუნთქავნი გაყოფილსქესიანებია. კლასში 100-მდე სახეობაა.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Догель В. А., Зоология беспозвоночных, 5 изд., М., 1959;
  • ქსე, ტ. 7, გვ. 345, თბ., 1984


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე