ნაუტილოიდეები

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნაუტილოიდეები
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: მოლუსკები
კლასი: თავფეხიანები
ზერიგი: ნაუტილოიდეები
ლათინური სახელი
Nautiloidea


სისტემატიკა
ვიკისახეობებში


სურათები
ვიკისაწყობში


ნაუტილოიდეები (Nautiloidea), უხერხემლოთა ზერიგი თავფეხიანების კლასისა. ნაუტილოიდეების რბილი სხეული საკნებად დაყოფილ ნიჟარაშია მოქცეული. ხოხავენ ან ცურავენ ფსკერზე. უძველეს ნაუტილოიდეებს სწორი ნიჟარა ჰქონდათ, კარბონული პერიოდიდან კი ერთ სიბრტყეში სპირალურად დახვეულნიჟარიანი ფორმები გაბატონდნენ. ნაუტილოიდეები წარმოიშვნენ კამბრიულ პერიოდში. წარმოდგენილი იყვნენ 700-მდე გვარის 200--ზე მეტი სახეობით. განვითარების მაღალ დონეს მიაღწიეს დევონურ პერიოდში. მეზოზოურ ერასა და პალეოგენურ პერიოდში კი მათმა რიცხვმა იკლო. დღეს მხოლოდ ერთი გვარი (Nautilus) გვხვდება.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • მჭედლიძე გ., ქსე, ტ. 7, გვ. 332, თბ., 1984
პირადი ხელსაწყოები