ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები
ვიკიპედიიდან
Philosophiæ Naturalis Principia Mathematica (ლათ.: "ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები", ხშირად მოკლედ "საწყისები" ან "მათემატიკის საწყისები”), სამტომეული გამოცემული ისააკ ნიუტონის მიერ 1687 წლის 5 ივლისს. მასში შესულია ნიუტონის მოძრაობის კანონები და კლასიკური მექანიკის საფუძვლები, ისევე როგორც მისი უნივერსალური გრავიტაციის კანონები.