ნატბეური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნატბეურიარქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტში. ნასოფლარი მდებარეობს ხეკორძულას ხევში, ნიჩბისი-დიდგორის მემორიალის სამანქანო გზის მარცხენა მხარეს. ადგილზე დასტურდება უმეტესად დაუმუშავებელი ქვიშაქვით ამოყვანილი ნაგებობები, სადაც შემაკავშირებლად გამოყენებულია ტალახის თხელი ფენა. ჰორიზონტალური დიდი შუალედები შევსებულია მცირე ზომის ქვაფილებით. მშენებლობაში შეძლებისდაგვარად დაცულია რიგების წყობა, რასაც წარმოქმნის გვერდებით ერთმანეთთან მორგებული ქვები. გადახურვის კონსტრუქციული ნაწილები ბოლომდეა ჩამოქცეული. ზედაპირულად ჩანს კრამიტისა და აზბოცემენტის ფილის ფრაგმენტები. შედარებით კარგად შემორჩენილი კედლების მაქსიმალური სიმაღლე 2,5 მეტრამდე აღწევს, ნაწილი კედლებისა კი თითქმის საძირკვლის დონემდეა ჩამონგრეული. ნასახლართა შიდა სივრცე და მიმდებარე ტერიტორია დაფარულია მიწით, ნანგრევებით, მრავალწლოვანი ხეებითა და ხშირი მცენარეული საფარით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 30964