ნატალი საროტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნატალი საროტი

ნატალი საროტი (ნამდვილი სახელი ნატაშა ჩერნიაკი) (*1900, ივანოვო - 19 ოქტომბერი, 1999, პარიზი) — წარმოშობით რუსი ფრანგულენოვანი მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

1902 წელს მშობლების დაშორების შემდეგ ნატალი დედას პარიზში მიჰყავს, თუმცა მამის სანახავად ხშირად ჩამოჰყავს რუსეთში. 1909 წლიდან მამაც პარიზში გადადის საცხოვრებლად. ნატალი სწავლობს იურისპრუდენციას, ისტორიას, სოციოლოგიას და ხდება ადვოკატი. პარალელურად გატაცებული მე-20 საუკუნის ლიტერატურით, კერძოდ მარსელ პრუსტითა და ვირჯინია ვულფით, რომელთა ნაწარმოებებიც დიდ გავლენას ახდენს მის შემოქმედებაზე. 1925 წელს ნატალი ცოლად მიჰყვება რეიმონ საროტს, რომელთანაც 3 შვილი შეეძინება. 1939 წელს გამოდის საროტის ტროპიზმები ჟან-პოლ სარტრის წინასიტყვაობით. 1941 წელს ანტიებრაული მოსაზრებებით ათავისუფლებენ ადვოკატთა ბიუროდან, რის შემდეგაც უფრო აქტიურად განაგრძობს ლიტერატურულ მოღვაწეობას.

1956 წელს იგი გამოსცემს ეჭვების ხანას, ლიტერატურულ ესეს, რომელშიც უპირისპირდება რომანის ტრადიციულ ხედვას. ამ ნაწარმოებით იგი ალენ რობ გრიიეს, მიშელ ბიუტორის, კლოდ სიმონისა და სხვათა გვერდით ახალი რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი ხდება.

შემოქმედება[რედაქტირება]

თავის რომანებში საროტი ცდილობს წარმოადგინოს ადამიანთა შინაგანი სამყარო, ცნობიერების მოძრაობა რომელიც მეტყველების, ე.წ. "ქვედიალოგების" ("sous-conversation") მიღმა იკვეთება და რომელსაც მწერალი "ტროპიზმებს" უწოდებს. ამით იგი ამხელს ენისა და საზოგადოებისათვის დამახასიათებელ მთელ. რიგ პირობითობებს. მის ნაწარმოებებში სრულიად შეცვლილია პერსონაჟის, მთხრობელისა და ამბავის სტატუსი, როგორც ეს ზოგადად ახალ რომანს ახასიათებს.

ნაწარმოებები[რედაქტირება]

  • ტროპიზმები, 1939
  • უცნობის პორტრეტი, 1948
  • მარტერო, 1953
  • ეჭვის ხანა, 1956
  • პლანეტარიუმი, 1959
  • ოქროს ხილი, 1963
  • სიჩუმე, 1964
  • ტყუილი, 1966
  • სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, 1968
  • ისმა ანუ რასაც არაფერი ჰქვია, 1970
  • გესმით მათი? 1972
  • მშვენიერია, 1975
  • ის აქაა, 1978
  • სიტყვის გამოყენება, 1980
  • ბავშვობა, 1982
  • აქ, 1995
  • გააღეთ, 1997
  • კითხვა, 1998

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]