ნარი (გვარი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნარი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
რიგი: Asterales
ოჯახი: რთულყვავილოვანნი
გვარი: ნარი
ლათინური სახელი
Cirsium

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


ნარი (Cirsium), მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ორწლოვანი ბალახებია. 200-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში; საქართველოში 44 სახეობაა, მათგან საქართველოს ენდემია, 15 — კავკასიისა; სახეობათა მეტი წილი იზრდება დაბლობიდან მოკიდებულ ალპურ სარტყლამდე გზის პირებზე, ტყის ნაკაფებში, მდელოებზე, მაღალბალახეულობაში. ნარის ბევრის სახეობა სარეველაა, ზოგიერთი — თაფლოვანი და დეკორატიული. ჩვენში Cirsium obvallatum, Cirsium simplex, Cirsium rhyzocephalum და მრავალი სხვა ასარევლიანებს სუბალპურ და ალპურ საძოვრებს, მინდვრის ნარი (Cirsium arvense) — ყანებს მთაში, თეთრი ნარი (Cirsium incanum) კი — ყანებს ბარში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 7, გვ. 320, თბ., 1984