ნაპოლეონ ლანი დე მონტებელო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Lannes, Napoléon.jpg

ლუი-ნაპოლეონ-ოგიუსტ ლანი, ჰერცოგი დე მონტებელო (ფრანგ.: Louis-Napoléon-Auguste Lannes, duc de Montebello) (დ. 30 ივლისი 1801, პარიზი; გ. 19 ივლისი 1874, იქვე) - იყო ფრანგი სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი.

ნაპოლეონი იყო საფრანგეთის მარშლის ჟან ლანისა და მისი მეუღლის ლუიზა-ანტუანეტა დე გუენოკის უფროსი ვაჟი. 1815 წელს მან ლუიXVIII-ისაგან საფრანგეთის პერის ტიტული მიიღო. 1830 წლის რევოლუციის შემდეგ იგი სახელმწიფო სამსახურში ჩადგა და როგორც სრულუფლებიანი მინისტრი გაგზავნილ იქნა დიპლომატიურიმისიისთ შვედეთში და მოგვიანებით იგივე დავალებით შვეიცარიაში.

1839 წლის 1 აპრილს იგი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ (12 აპრილს) პოსტი მარშალ სულტს დაუთმო და თვითონ ელჩად იქნა გაგზავნილი ნეაპოლში. მოგვიანებით ნაპოლეონ ლანმა გიზოს კაბინეტში საზღვაო საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა და 1849 წელს მარნის დეპარტამენტში დეპუტატად აირჩიეს.

1858-1864 წლებში იგი ელჩად იყო სანქტ-პეტერბურგში. 1864 წელს არჩეულია სენატორად. ლუი-ნაპოლეონ-ოგიუსტ ლანი გარდაიცვალა 1874 წელს, პარიზში.