ნაოტო კანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნაოტო კანი
იაპონ. 菅 直人
ნაოტო კანიიაპონ. 菅 直人
იაპონიის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 ივნისი, 2010 – 2 სექტემბერი, 2011
მონარქი   აკიჰიტო
წინამორბედი იუკიო ჰატოიამა
მემკვიდრე იოშიჰიკო ნოდა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1980 წლის 22 ივნისი – დღემდე

დაბადებული 1946 წლის 10 ოქტომბერი
უბე, იაპონია
საარჩევნი ოლქი ტოკიოს მე-18 ოლქი
პოლიტიკური პარტია იაპონიის დემოკრატიული პარტია
რელიგია ბუდიზმი[1][2][3][4]

ნაოტო კანი (菅 直人 (იაპონ. კან ნაოტო?), დ. 10 ოქტომბერი, 1946) — იაპონიის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პრემიერ-მინისტრი 2010-2011 წლებში, იაპონიის დემოკრატიული პარტიის ლიდერი 1998-1999, 2002-2004 და 2010 - 2011 წლებში. 1996 წელს ნაოტო კანი ასევე იყო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

დაიბადა ქალაქ უბეში, იამაგუჩის პრეფექტურაში, ბიზნესმენის ოჯახში. 1970 წელს კანმა დაამთავრა ტოკიოს ტექნოლოგიის ინსტიტუტი. 1974 წელს კანმა გახსნა საპატენტო ბიურო. კანი ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას და 1980 წელს მიიღო ადგილი იაპონიის ქვემო პალატაში როგორც სოციალისტურ-დემოკრატიული პარტიის წევრი. ნაციონალური პოპულარობა კანმა მოიპოვა 1996 წელს, როდესაც ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მყოფმა გამოააშკარავა მინისტრის პასუხისმგებლობა იაპონიაში მოწამლული სისხლის გავრცელებაში. იმ დროისთვის იგი იყო მცირე პარტიის წევრი, რომელიც იყო კოალიციაში ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიასთან. 2003 წელს იაპონიის დემოკრატიულმა და ლიბერალურმა პარტიებმა გადაწყვიტეს გაერთიანება ერთი ოპოზიციური პარტიის შესაქმნელად და არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. 2003 წელს კანი იყო იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, კოიძუმი ძიუნიტიროს მთავარი ოპონენტი. 2004 წელს კანი გადადგა დემოკრატიული პარტიის ლიდერის პოსტიდან და განახორციელა პილიგრიმობა სიკოკუში.

ნაოტო კანს უყვარს გოს თამაში. მისი მეუღლე და შვილები ცხოვრობენ ტოკიოში.

სქოლიო[რედაქტირება]

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
იუკიო ჰატოიამა
იაპონიის პრემიერ-მინისტრი
2010-2011
შემდეგი:
იოშიჰიკო ნოდა