ნანუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნანუჩა
საქმიანობა პოეტი
პერიოდი XVII საუკუნე

ნანუჩა (ნამდვილი სახელი და გვარი მანუჩარ ციციშვილი) — XVII საუკუნის I ნახევრის ქართველი პოეტი, ვეფხისტყაოსნის ინტერპოლატორი. მას ჩაურთავს სტროფები პოემის ტექსტში, 11 სტროფი დაუმატებია „ავთანდილის ანდერძისათვის“. ნანუჩას მიერ ჩართულ სტროფებს პოემის ზოგიერთ ხელნაწერში (ე.წ. ზაზასეული ხელნაწერი და ხელნაწერი H-757, ხელნაწერთა ინსტიტუტი) მიწერილი აქვს „ნ“ ან „ნა“. არჩილ II „თეიმურაზისა და რუსთაველის გაბაასებაში“ მოიხსენიებს ნანუჩას და ლექსს უწუნებს მას. ნანუჩა თანამედროვეთა მოწონებით სარგებლობდა. მამუკა თავაქარაშვილი მას „ტკბილი სიტყვების მხმობელს“ უწოდებდა და გვერდში უყენებდა XII საუკუნის ქართველ კლასიკოსებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]