ნანოტექნოლოგია
ნანოტექნოლოგია — ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერებისა და ტექნიკის დისციპლინათშორისი სფერო, რომელიც საგნების ატომურ და მოლეკულურ დონეზე მანიპულირების მეთოდებსა და ხერხებს შეისწავლის. ზოგადად ნანოტექნოლოგია იკვლევს სტრუქტურებს, რომელთა ზომა 100 ნანომეტრს არ აღემატება და მოიცავს მასალებისა და მოწყობილობების შემუშავებას ამ ზომის ფარგლებში. ნანოტექნოლოგია უკიდურესად მრავალფეროვანია და მოიცავს, როგორც არსებული მოწყობილობების ახლებურად აწყობის საშუალებებს, ისე სრულიად ახალი მასალების შექმნას ნანოშკალის დონეზე.
ნანოტექნოლოგიას აქვს პოტენციალი შექმნას მრავალი ახალი მოწყობილობა, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება მედიცინაში, ელექტრონიკაში და ენერგეტიკაში. თუმცა ამასთან ნანოტექნოლოგია ბადებს შეკითხვებს მის შესაძლო უარყოფით გავლენაზე ეკოლოგიაზე ან/და გლობალურ ეკონომიკაზე. შესაბამისად, მიმდინარეობს დებატები იმაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილია ამ სფეროს სპეციალური რეგულირება.
სტატიის