ნანკინის მეტროპოლიტენი
| ნანკინის მეტროპოლიტენი | |
|---|---|
![]() |
|
| ინფორმაცია | |
| ქვეყანა | |
| ქალაქი | ნანკინი |
| გახსნის თარიღი | 2005 წ. |
| ხაზის სიგრძე | 17 კმ. |
| სადგურთა რაოდენობა | 16 |
| ხაზთა რაოდენობა | 1 |
| მგზავრები დღეში | |
| მგზავრები წელიწადში | |
| ხაზების სქემა | |
ნანკინის მეტროპოლიტენი (ჩინ. 南京地铁) — მეტროპოლიტენის სისტემა ჩინეთის ქალაქ ნანკინში. ჩინეთის სტანდარტებით მიეკუთვნება მსუბუქლიანდაგიან ტრანსპორტს. შედგება 1 ხაზზე არსებული 16 სადგურისგან. გაიხსნა 2005 წლის სექტემბერში.
სექციების სია |
ისტორია[რედაქტირება]
ნანკინში მეტროპოლიტენის მშენებლობა 2000 წელს დაიწყეს. საცდელი მატარებლები I ხაზზე გაუშვეს 2005 წლის 15 ივნისს. რეგიონი მგზავრებისთვის გაიხსნა 27 აგვისტოს, ოფიციალურად კი — 2005 წლის 3 სექტემბერს.
ხაზები და სადგურები[რედაქტირება]
ხაზი 1 მიმართულია ქალაქის ჩრ. ნაწილიდან სამხრეთისკენ, შორეული მოსახვევით დას.-კენ. ხაზთა საერთო სიგრძე 17 კმ.-ია. აქედან 11 კმ. მიწისქვეშაა და 6 კმ. მიწაზე. 2 რეგიონია მიწაზე — ჩრ. და ცენტრალური, სულ 5 სადგურით.
ჩრდილოეთით საბოლოო გაჩერებაა «მაიგაოციაო», დასავლეთით — «ოლიმპიური სტადიონი». არსებობს 2 სარკინიგზო გზაზე გადასაჯდომი ხაზი — «ნანკინის სადგური» და «ჩჟუნხუამენი» («ჩინეთის კარები»).
პერსპექტივები[რედაქტირება]
შენდება ხაზი 2, 20 სადგურით და 25,15 კმ. სიგრძით. გახსნა იგეგმება 2009 წლის ნოემბრისთვის. დაწყებულია ხაზი 3-ის (სიგრძე - 15 კმ.) მშენებლობაც, რომელიც ასევე უნდა დასრულდეს 2009 წელს. 2010 წელს კი უნდა გაიხსნას ხაზი 1-ის გვერდითი შტო, სადგურ «ანდემენიდან» სამხ.-ით მიმავალი, 18 კმ. სიგრძითა და 12 სადგურით.
მოძრავი შემადგენლობა[რედაქტირება]
ხაზზე მუშაობს 20 ექვსვაგონიანი Alstom-ის და ადგილობრივი კომპანია Nanjing Puzhen-ის წარმოებული მატარებელი, რომლებიც შეიძინეს 2002 წელს. 2007-2008 წლებში დამატებით შეიძინეს 270 ვაგონი.
სტატიის 