ნანდას იმპერია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ნანდას დინასტია)
ნანდას იმპერია

ნანდას იმპერია — სახელმწიფო ინდოეთში (მაგადჰა) რომელსაც მართავდა წინა — შიშუნაგის დინასტის მეფე მაჰანანდინას უკანონო ვაჟის დინასტია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მეფე, მაჰაპადმა ნანდა გარდაიცვალა 88 წლის ასაკში. ხოლო მთელი მისი დინასტია ქვეყანას მართავდა დაახლოებით 100 წელიწადი. ნანდას დინასტია შეცვალა მაურიების დინასტიამ. მაჰაპადმა ნანდა იყო ქშატრიების მოწინააღმდეგე და გამანადგურებელი. მან გაიმარჯვა მრავალრიცხოვან მეფეებზე და გააფართოვა თავისი სამეფოს ტერიტორია დეკანის სამხრეთამდე. უკანასკნელი მეფე იყო დჰანა ნანდა, რომელსაც მოუხდა ბრძოლა ალექსანდრე მაკედონელის წინააღმდეგ. მაურიების ომზე ნანდას წინააღმდეგ მოგვითხრობს პლუტარქე.

ნანდები იყვნენ დაბალი სოციალური წარმოშობის. ერთი წაყაროს მოწმობით მეფე მაჰაპადმა იყო შუდრა, მეორეს ცნობით — დალაქისა და კურტიზანის შვილი. ნანდა იყო პირველი დინასტია ინდოეთში, რომელიც არ ეკუთვნოდა ქშატრიების კასტას.

ნანდას დინასტია იყო პირველ ინდოელ მეფეთა გვარი, რომლებმაც შექმნეს იმპერია. მათ მიიღეს მაგადჰას დიდი სამეფო და მოისურვეს მისი გაფართოება შემდგომ. მათ შექმნეს არმია 20 000 ცხენოსნის, 200 000 ქვეითის, 2 000 მეეტლის და 3 000 სპილოსგან. მაგრამ მათ ვერ შეძლეს ამ არმიის გამოყენება ალექსანდრე მაკედონელის წინააღმდეგ, რაგდან ბერძნებმა დჰანა ნანდას მმართველობისას აიღეს პენჯაბი.

ნანდას იმპერიას ჰქონდა კარგად ორგანიზებული ადმინისტრაცია, საგადასახადო სისტემა. იმ პერიოდისათვის მოწინავე ინფრასტრუქტურა. აგებდნენ არხებს, რწყავდნენ მიწას.

იმპერიის განადგურება ძვ.წ. 321 წელს მოახერხა მეფე ჩანდრაგუპტა მაურიამ, რომელმაც სათავე დაუდო მაურიების დინასტიას.

ნანდას მეფეთა სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მაჰაპადმა ნანდა დაახლოებით ძვ.წ. 424 წლიდან — ?
  • პანდჰუკა
  • პანგჰუპატი
  • ბჰუტაპალა
  • რაშტრაპალა
  • გოვიშანაკა
  • დაშასიდკჰაკა
  • ვაივარტა
  • დჰანა (არგამესი?) — დაახლოებით ძვ.წ. 321 წელი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]