ნანა ჯორჯაძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნანა ჯორჯაძე
Nana Jorjadze Odessa International Film Festival.jpg
ნანა ჯორჯაძე
დაბ. სახელი ნანა ჯორჯაძე
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველო
დაბ. თარიღი 24 აგვისტო, 1948
საქმიანობა რეჟისორი
მსახიობი
სცენარისტი
წლები 1978 - დღემდე
სხვა ჯილდოები
ოქროს ვიდეოკამერა
1986 — რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა

ნანა ჯორჯაძე (დ. 24 აგვისტო, 1948, თბილისი) — ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა თბილისში. 1966 წელს მუსიკალური სკოლა დაასრულა, ხოლო 1972 წელს თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი. არქიტექტურაში რამდენიმეწლიანი კარიერის შემდეგ 1980 წელს თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში ჩაერიცხა. მისი სამსახიობო დებიუტი მოხდა 1977 წელს ფილმში „რამდენიმე ინტერვიუ პირად თემებზე“, ხოლო რეჟისორის სახით — 1979 წელს ფილმით „მოგზაურობა სოპოტში“. მისმა 1987 წლის ფილმმა „რობინზონიადა ან ჩემი ინგლისელი პაპა“ კანის კინოფესტივალზე „ოქროს ვიდეოკამერა“ მიიღო, და ამასთან კრიტიკოსთა და მაყურებელთა მოწონება დაიმსახურა.

1990-იანებში ის საფრანგეთში გადავიდა და იქ რამდენიმე ფილმი გადაიღო, მათ შორის „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ (1996), რომელიც პირველი და დღემდე ერთადერთი ქართული ფილმი გახდა ოსკარის ნომინაციით. იყო სან-სებასტიანის (1987), თელ-ავივის (1989), კანის (1992), პოტსდამის (1993), კარლოვი-ვარის (1997), ვენეციის (1997) საერთაშორისო კინოფესტივალების ჟიურის წევრი.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]