ნანა ღამბაშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ღამბაშიძე.

ნანა ღამბაშიძე (დ. 1933, თბილისი) — ქართველი ფილოლოგი.

1956 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1956-1966 წლებში მუშაობდა უცხო ენათა ინსტიტუტში ინგლისური ენის მასწავლებლად. შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის ლიტერატურის თეორიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.

ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, სადისერტაციო თემა — „ნიკო ლორთქიფანიძის მხატვრული სტილის თავისებურებანი“, დაიცვა 1979 წელს.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერიკაცი და ზღვა : მოთხრობა (მთარგმნელი). - თბილისი, თსუ, 2000. - 172გვ.. - ISBN: 99928-77-05-7
  • ნიკო ლორთქიფანიძის მხატვრული სტილის თავისებურებანი (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1980. - 101გვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]