ნამი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნამი ფოთლებზე

ნამი, ცვარი — ატმოსფერული ნალექი, რომელიც დადებითი ტემპერატურების დროს საღამოს, ღამით და ადრე დილით ჩნდება საგნების, მცენარეების და ხმელეთის ზედაპირზე წყლის წვეთების სახით. ნამი წარმოიქმნება ჰაერის გაცივებისა და წყლის ორთქლის კონდენსაციის შედეგად მოცემულ ზედაპირე, რომლის ტემპერატურა სარღამოს და ღამით სითბური გამოსხივების გამო ნამის წერტილზე დაბლა ეცემა. ნამი ინტენსიურად წარმოიქმნება, თუ ცა მოწმენდილია და სუსტი ნიავი ქრის. ნამის დროს ნალექების რაოდენობა მცირეა და ღამეში საშუალოდ 0,1-0,3 მმ უდრის.

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ნამი&oldid=2372798“-დან