ნამდვილი ტკიპები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნამდვილი ტკიპები
Trombidium holosericeum
Trombidium holosericeum
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Acariformes

ნამდვილი ტკიპები (Acariformes) — ფეხსახსრიანთა ჯგუფი ობობასნაირთა კლასისა. ნამდვილი ტკიპებს ზოგი მეცნიერი დამოუკიდებელ რიგად თვლის, სხვები — ტკიპების როგორც ქვერიგად. მათი სხეულის სიგრძე — 100-1000 მკმ-ს აღწევს. ფართოდ არიან გავრცელებული. მრავალი სახეობა მცენარეებისა და პროდუქტების მავნებელია, ზოგიც — ძუძუმწოვართა პარაზიტი. აერთიანებენ 300-მდე ოჯახის 10 000-მდე სახეობას. საქართველოში შესწავლილია ჯავშნიანი, აკაროიდული, აბლაბუდიანი და სხვა ტკიპები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]