ნაირობის ეროვნული პარკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟირაფი ნაირობის ეროვნული პარკში ცათამბჯენების ხედით

ნაირობის ეროვნული პარკი მდებარეობს ქალაქ ნაირობის მიჯნაზე, კენია. დაარსდა 1946 წელს და კენიის პირველი ეროვნული პარკი იყო. მდებარეობს ნაირობის ცენტრიდან დაახლოებით 7 კმ-ში და ქალაქისგან მხოლოდ ღობით არის შემოფარგული. რის გამოც პარკიდან მკაფიოდ ჩანს ქალაქის ცათამბჯენები. შესაბამისად, ქალაქთან სიახლოვე ხშირად პრობლემას უქმნის ადმიანებსა და გარეულ ცხოველთა გვერდიგვერდ ცხოვრებას, ასევე დაბრკოლებების უქმნის ცხოველთა მიგრაციის გზებს.

მიუხედავად ცივილიზაციასთან სიახლოვისა და აფრიკულ ეროვნულ პარკებთან შედარებითი სიმცირისა, ნაირობის ეროვნულ პარკში გარეულ ცხოველთა საკმაო სიჭარბეა. მიგრანტი ჩლიქოსნები მშრალი სეზონის პერიოდში ამ პარკში იყრიან თავს. ეს ასევე კენიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნაკრძალია მარტორქებისთვის.