ნაივაშა (ტბა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნაივაშა
ტბის ჭაობიანი ნაპირი

ტბა ნაივაშა — მტკნარი წყლის ტბა კენიაში, ნაირობიდან ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ ნაივაშასთან; წარმოადგენს აღმოსავლეთ აფრიკის რღვევის ხაზის ნაწილს.

სახელი მომდინარეობს ადგილობრივი მაასაის ხალხის სახელწოდებიდან „ნაი'პოშა“, რაც ბობოქარ წყალს ნიშნავს, ვინაიდან ამ ადგილას ხშირია უეცარი შტორმები. ტბის ზედაპირი ფართობია 139 კმ² [1] და ესაზღვრება ჭაობი, რომელიც 64 კმ²-ს ფარავს, თუმცა მისი სიდიდე მეტწილად დამოკიდებულია ატმოსფერულ ნალექებზე. ტბა ზღვის დონიდან 1884 მ-ზე მდებარეობს.[1] მისი საშუალო სიღრმეა 6 მ, ყველაზე ღრმა ადგილი 30 მ-მდეა.[1]

ნაივაშას ხედი სატელიტიდან

უწინ ტბის გასასვლელს ნჯოროვას ხეობა ქმნიდა, მაგრამ ამჟამად ის ტბის დონეზე მაღლაა და ქმნის ჰელს-გეიტის ეროვნული პარკის შესასვლელს.

ტბაზე და მის გარშემო გარეულ ცხოველთა და ფრინველთა მრავალფეროვნებაა; 400-ზე მეტი ფრინველის სხვადასხვა სახეობით. აქვე ბინადრობს ბეჰემოთების მოზრდილი ჯგუფი.

ახლომახლო ასევე ორი მომცრო ტბაა: ოლოიდენი და სონაჩი (მწვანე კრატერის ტბა). კრატერის ტბის ნადირთა ნაკრძალი აქვე მდებარეობს, ხოლო ტბის სანაპირო ცნობილია ევროპელ იმიგრანტთა და მოსახლეთა მამულებით. 1937-50 წლებში ტბას იყენებდნენ ჰიდროპლანების დასაფრენ ადგილად იმპერიული ავიახაზების მგზავრთა და ფოსტისთვის საუთჰემპტონიდან (ბრიტანეთი) სამხრეთ აფრიკისკენ გზაზე. ის ასევე აკავშირებდა კისუმუსა და ნაირობის.

ტბის ნაპირას დგას დჯინის სასახლე, რომელმაც სახელი ჰეპი ველის დღეებში გაითქვა ორ მსოფლიო ომს შორის. ამჟამად ის ოსერიული ყვავილების ფერმის ნაწილია.

ტბის გარშემო მთავარ ინდუსტრიას მეყვავილეობა წარმოადგენს. თუმცა არანორმირებული გამოყენების გამო ტბაში წყლის დონე საგრძნობლად შემცირდა, რაც კენიაში ამჟამად განგაშის საგანია.[2] ტბაში მეთევზეობა ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების კიდევ ერთი წყაროა. წყლის დონე მნიშვნელოვნად მერყეობს და 1890-იან წლებში თითქმის დაშრა კიდეც. პიკს მიღწევის შემდეგ წყლის დონე ამჟამად ისევ კლებულობს.

ქალაქი ნაივაშა ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 "THE OUTFLOW OF LAKE NAIVASHA BASED ON THE STABLE ISOTOPE COMPOSITION" (characteristics), M.K. Arusei, J. K Sanga, M.P Tole, ქიმიის ფაკულტეტი, მოის უნივერსიტეტი, ვებგვერდი: UNEP-Moi-Arusei-PDF.
  2. A thorn on every rose for Kenya's flower industry. United Nations FAO. წაკითხვის თარიღი: 2010-06-20.