მხატვრული სახე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მხატვრული სახე: იერსახე, ასახვის სპეციფიკური ფორმა; პირობითი რეალობა, სადაც ზოგადი გამომჟღავნებულია ინდივიდუალურის თავისებურებასა და განუმეორებლობაში, და რომელიც განისაზღვრება შემოქმედის მსოფლმხედველობით, ესთეტიკური იდეალით, შემოქმედებითი ნიჭითა და უნარით.

ამდენად, მხატვრულ სახეს გააჩნია შემეცნებითი, ესთეტიკური, აღმზდელობითი და საკომუნიკაციო ფუნქციები. მხატვრული სახე ცხოვრებისეული სინამდვილის კვლევის ფორმაა. იგი არ არის ფოტოგრაფირებული, ე.ი. გაორკეცებული სინამდვილე. პირიქით, მხატვრული სახე სასურველთან, იდეალთან არსებულის შეფარდების საშუალებას იძლევა.