მწყერჩიტა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მწყერჩიტა
Anthus triviallis (Marek Szczepanek).jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ლათინური სახელი
Anthus
დაცვის სტატუსი

მწყერჩიტა (Anthus), ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 14-20 სმ აღწევს. ფერად მურაა, ლაქებიანი. ფართოდაა გავრცელებული სუბარქტიკული სარტყლიდან სუბანტარქტიკულამდე (ახალ გვინეასა და ოკეანიის კუნძულების გარდა). ბუდეს იკეთებენ მიწაზე. დედალი 4-6 კვერცხს დებს, ინკუბაცია 2 კვირამდე გრძელდება. იკვებებიან მწერებით, ობობებითა და სხვა უხერხემლოებით. ცნობილია მწყერჩიტას 30-მდე სახეობა, რომელთა შორის საქართველოში ბუდობს 3 სახეობა: მინდვრის მწყერჩიტა (Anthus campestris), ტყის მწყერჩიტა (Anthus trivialis) და მთის მწყერჩიტა (Anthus spinoletta).

ლიტერატურა [რედაქტირება]

  • ჟორდანია რ., ქსე, ტ. 7, გვ. 267, თბ., 1984