მწოველი ინფუზორიები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
მწოველი ინფუზორიები (ლათ. Suctoria), უმარტივესთა ქვეკლასი ინფუზორიების კლასისა. ცნობილია 500-მდე სახეობა. მჯდომარე ფორმებია. ცხოვრობენ მტკნარ წყლებსა და ზღვაში. საკვებს მოიპოვებენ განსაკუთრებული საწოვარი საცეცებით — შიგაარხიანი ციტოპლაზმური მილაკებით. გვხვდება პარაზიტული ფორმებიც. მწოველი ინფუზორიების უსქესო გამრავლება შინაგანი და გარეგანი დაკვირტვით ხდება, სქესობრივი კი კონიუგაციის გზით მიმდინარეობს.
ლიტერატურა[რედაქტირება]
- ელიაშვილი გ., ქსე, ტ. 7, გვ. 267, თბ., 1984
სტატიის