მწვანე პითონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მწვანე პითონი
მწვანე პითონი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Morelia viridis
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 177524

მწვანე პითონი (ლათ. Morelia viridis) — გველების სახეობა მახრჩობელასებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 150-180 სმ, ზოგჯერ 200 სმ აღწევს. გავრცელებულია პაპუა-ახალი გვინეის ტროპიკული წვიმის ტყეებში, ინდონეზიის კუნძულებსა და კეიპ-იორკის ნახევარკუნძულზე. კვერცხისმდებელი სახეობაა. შეწყვილებიდან 70-90 დღის შემდეგ დებს 5-35-მდე კვერცხს. ძირითადად ბინადრობს ტროპიკულ ტყეებში, ბუჩქებში, ბუჩქნარებსა და ხეებზე. სიცოცხლის ხანგრძლივობა 15-იდან 20 წლამდეა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]