მწარმოებელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მწარმოებელი (მეცხოველეობაში) — მამალი (კურო, ულაყი, კერატი, ერკემალი და სხვა), რომელსაც მონაშენის მისაღებად იყენებენ. მდედრების ხელოვნური დათესვლის დროს ერთი კარგი მწარმოებლიდან ყოველწლიურად რამდენიმე ასეული ან ათასეული შთამომავალი შეუძლიათ მიიღონ. სანაშენედ არჩევენ ისეთ მწარმოებელს, რომელსავ ჰყავს მაღალპროდუქტიული ნაყოფიერი მშობლები (მოდგმის ნუსხა), აქვს სწორი ექსტერიერი, კარგი ჯანმრთელობა, დააავადებისადმი გამძლეობა და სხვა მონაცემები. სანაშენე მწარმოებელს აფასებენ შთამომავლობის ხარისხის მიხედვით. მწარმოებელი, რომლის შთამომავლობა პროდუქტიულობისა და სანაშენე თვისებების მხრივ აღემატება მშობლებს და ნახირის საშუალო მაჩვენებლებს, გამაუმჯობესებლად ითვლება. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრეპოტენტული მწარმოებლები, რომლებიც სტაბილურად გადასცემენ შთამომავლობას საუკეთესო თვისებებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]