მცირეჯაგრიანი ჭიები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მცირეჯაგრიანი ჭიები
Lumbricidae-bristles.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: რგოლოვანი ჭიები
კლასი: მცირეჯაგრიანი ჭიები
ლათინური სახელი
Oligochaeta

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


მცირეჯაგრიანი ჭიები, ოლიგოქეტები (Oligochaeta), რგოლოვანი ჭიების კლასი. მათი სხეულის სიგრძე მმ-ის რაღაც ნაწილიდან 2,5 მ-მდე აღწევს (ზოგი ტროპიკული ჭიაყელა). აქვთ სხეულის მეორეული ღრუ (ცელომი). მათი სხეული შედგება 5—7-იდან 600-მდე სეგმენტებისაგან. თითოეულ სეგმენტზე, გარდა პირის სეგმენტისა, ჯაგრების კონებია. მცირეჯაგრიანი ჭიები ჰერმაფროდიტებია, ზოგი უსქესოდაც მრავლდება. ზოგ სახეობას პართენოგენეზი ახასიათებს. განვითარება მეტამორფოზის გარეშე ხდება. კლასში 3000-მდე სახეობაა, მათ შორის 2000 ნიადაგის, დანარჩენი მტკნარი წყლისა და მცირეოდენი ზღვის ბინადარია. საქართველოში გავრცელებულია ჭიაყელას 25 სახეობა. მტკნარი წყლის ფორმებიდან ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული Tubifex tubifex, Limnodrillus-ის გვარის რამდენიმე სახეობა და სხვა. უმრავლესობა იკვებება მცენარეული დეტრიტით, რამდენიმე სახეობა მტაცებელია, ზოგი მდინარის კიბოს ექტოპარაზიტია. მცირეჯაგრიანი ჭიებს დიდი მნიშვნელობა აქვთ წყალსაყევისა და ნიადაგში ნივთიერებათა წრებრუნვისათვის, გაბინძურებული წყალსატევების თვითგასუფთავებისათვის; ამავე დროს მცირეჯაგრიანი ჭიები თევზების საკვებია.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 7, გვ. 255, თბ., 1984