მშვიდობიანი გავლის უფლება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნებისმიერ გემს აქვს მშვიდობიანი გავლის უფლება სხვა სახელმწიფოს ტერიტორიულ წყლებში. გავლა მშვიდობიანია, თუ დაცულია შემდეგი პირობები:

  • გავლა არის სწრაფი, უწყვეტი და გეზის შეუცვლელი. შეჩერება და ღუზის ჩამოშვება დაიშვება მხოლოდ მაშინ, თუ ეს ნავიგაციისათვის აუცილებელია, აგრეთვე ფორსაჟორულ სიტუაციაში, ან გასაჭირში მყოფი პირის, გემის ან თვითმფრინავის დასახმარებლად;
  • გავლა არ წარმოადგენს საფრთხეს სანაპირო სახელმწიფოს მშვიდობის, წესრიგის და უსაფრთხოებისათვის. ანუ, არ ემუქრება სანაპირო სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას;
  • გავლა არ არის დაკავშირებული რაიმე სახის იარაღის გამოცდასთან ან სანაპირო სახელმწიფოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის ზიანის მიმყენებელი ინფორმაციის შეგროვებასთან ან პროპაგანდასთან;
  • გავლისას არ ხორციელდება თვითმფრინავების ან სამხედრო მოწყობილობის გაშვება ან მიღება;
  • არ ხორციელდება ტვირთის ან ფულის ჩამოტვირთვა ან მიღება, ადამიანთა გადმოსმა ან აყვანა სანაპირო სახელმწიფოს შესაბამისი კანონმდებლობის დარღვევით;
  • არ ხდება ზღვის განზრახი სერიოზული დაბინძურება;
  • არ ხორციელდება თევზჭერა;
  • არ ტარდება კვლევითი სამუშაოები;
  • გავლა არ უშლის ხელს სანაპირო სახელმწიფოს საკომუნიკაციო სისტემების ან სხვა დანადგარებისა თუ ობიექტების ფუნქციონირებას;

მშვიდობიანი გავლისას გემმა უნდა აჩვენოს დროშის სახელმწიფოს დროშა. თავზსაჭერ გემზე ბადეები და სხვა აღჭურვილობა შესანახად განკუთვნილ ადგილზე უნდა იყოს მოთავსებული ; სამხედრო ან სპეციალური დანიშნულების გემზე საბორტო იარაღი უნდა იყოს გადასატან მდგომარეობაში, საგანგებო შალითებში; წყალქვეშა ნავი უნდა ამოვიდეს წყლის ზედაპირზე.