მშვენიერი ელენე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მშვენიერი ელენე ბერძენი გმირის,სპარტას მეფის მენელაოსის ცოლი იყო.ელენეს სილამაზეს ყველა აღიარებდა.თუმცა რომ არა ბერძენთა და ტროელთა შორის ამტყდარი გამანადგურებელი ომი (იხ.განხეთქილების ვაშლი) და მასთან დაკავშირებული ცნობილი მოვლენები,ალბათ,დროთა განმავლობაში მშვენიერი ელენეს სახელიც,მრავალთა მსგავსად დავიწყებას მიეცემოდა. საგულისხმოა,რომ ელენე,რომელმაც სიყვარულის ქალღმერთ აფროდიტეს ჩაგონებით პრისი შეიყვარა,ბერძენთა გაკიცხვის საგანი არ გამხდარა,ჩადენილი საქციელისა და ტროას ომის გამო მისთვის თითქმის არასოდეს უსაყვედურიათ. გადმოცემის თანახმად,ელენე თვით ძლევამოსილი ზევსისა და სილამაზით გამორჩეული ლედას ასული იყო.მას ერთი და და ორი ძმა ჰყავდა (იხ.კასტორი და პოლიდევკესი).ელენეს მშვენიერებას გულგრილი თითქმის არავინ დაუტოვებია.იგი ატიკელმა გმირმა თესევსმაც კი მოიტაცა,მაგრამ ძმებმა დაიხსნეს და სამშობლოში დააბრუნეს,ვინ არ ცდილობდა ელენეს ხელის მოპოვებას,მათ შორის ოდისევსიც,მაგრამ მამობილს ვერა და ვერ გადაეწყვიტა,ვისთვის მიენიჭებინა უპირატესობა.ჭკვიანმა ტინდარეოსმა იცოდა,რომ დაწუნებულ სასიძოებს გამარჯვებული მეტოქის შეშურდებოდათ და მათ შორის ქიშპობა დაიწყებოდა.მოხერხებულმა ოდისევსმა ტინდარეოსს შესთავაზა,ელენეს საქმრო თავად აერჩია,უარყოფილთ კი ფიცი დაედოთ,რომ მის რჩეულს მუდამ მხარში ამოუდგებოდნენ.მშვენიერმა ელენემ მეუღლედ ატრევსის ძე მენელაოსი,ისურვა,ხოლოხელმოცარულმა სასიძოებმა დანაპირები აასრულეს.მაშინ არავინ იცოდა,თუ რა დიდ უბედურებას მოუტანდა ბევრს ეს ქორწინება. დღეს "მშვენიერი ელენე" ლამაზი ქალის სინონიმია,თუმცა,ზოგჯერ გამონათქვამს ირონიული ელფერიც დაჰკრავს.


("ანტიკური და ბიბლიური ფრთიანი გამონათქვამები" "ანიდან ჰოემდე")