მქირდავა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მქირდავა | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Hippolais | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
მქირდავა (Hippolais), ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგისა. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკაში. პატარ-პატარა ფრინველებია. ბინადრობენ ფოთლოვან ტყეებსა და პარკებში, ხშირ ბუჩქნარებში, ტყისპირებში, უდაბნოებში, მთების კალთებზე, ველებსა და ჭალებში. ბუდეს იკეთებენ ხეზე, ბუჩქზე, მიწაზე. დედალი 4-6 კვერცხს დებს, კრუხობა 2 კვირამდე გრძელდება. იკვებებიან წვრილი მწერებითა და მათი მატლებით, კენკრით. საქართველოში ბუდობს ერთი - დიდი ბუტბუტა (Hippolais pallida), რომელიც ზამთარს აფრიკაში ატარებს.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- რ. ჟორდანია, ქსე, ტ. 7, გვ. 235, თბ., 1984
სტატიის