მფრინავი ხვლიკები
| მფრინავი ხვლიკები | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Pterosauria | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
|
|
მფრინავი ხვლიკები, პტეროზავრები (Pterosauria), ნამარხი ქვეწარმავლების ზერიგი. ქალაზე ნაკერები თითქმის არ ემჩნეოდათ. ჰქონდათ საფეთქლის 2 ფოსო, სკლეროტულ რკალიანი დიდი თვალბუდეები, უკან გადანაცვლებული ნესტოები. გეოლოგიურად გვიანდელ ფორმებში კბილები რედუცირებულია, ყბები ნისკარტადაა გადაქცეული. წინა კიდურებსა და სხეულზე გადაჭიმული იყო კანოვანი აპკი — ფრთა. ჰქონდათ გრძელი კისერი, სუსტად განვითარებული უკანა კიდურები, რედუცირებული მენჯის სარტყელი. უძველეს ფორმებს გრძელი კუდი ჰქონდათ, უფრო გვიანდელებს — მოკლე. ჩონჩხის ზოგიერთი ძვალი ფრინველების მსგავსად ღრუ იყო, თავის ტვინი — დიდი მოცულობისა, კარგად განვითარებული მხედველობის და თითქმის მთლად გამქრალი ყნოსვის წილებით. გიგანტური მფრინავი ხვლიკების ფრთების შლილი 7 მ აღწევდა. ცხოვრობდნენ ზღვისა და წყალსატევის სანაპიროებზე. იკვებებოდნენ თევზით, ტანად მომცრონი — მწერებით. ცნობილი არიან ძირითადად ჩრდილოეთი ამერიკისა და დასავლეთ ევროპის მეზოზოური ნალექებიდან. ნაყოვნია აგრეთვე სამხრეთ ყაზახეთსა და ვოლგისპირეთში.
ლიტერატურა[რედაქტირება]
- გ. მჭედლიძე, ქსე, ტ. 7, გვ. 235, თბ., 1984
სტატიის