მუჰამედ VI (გრანადა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუჰამედ VI
محمد الأحمر
გრანადის საამიროს მე-10 ამირა
მმართ. დასაწყისი: 1360
მმართ. დასასრული: 1362
წინამორბედი: ისმაილ II
მემკვიდრე: მუჰამედ V
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1332
გარდ. თარიღი: 25 აპრილი, 1362
გარდ. ადგილი: სევილია
დინასტია: ნასრიდები
რელიგია: ისლამი

მუჰამედ VI (არაბ. محمد الأحمر‎‎; დ. 1332  — გ. 25 აპრილი, 1362) — გრანადის ამირა 1360–1362 წლებში. ისმაილ II-ის სიძე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1360 წლის 28 ივნისს მუჰამედ VI-ის ბრძანებით მოკლეს ისმაილ II და ტახტი დაიკავა. მის წინააღმდეგ კავშირი შეკრეს გრანადის საამიროს განდევნილმა ამირამ მუჰამედ V-მ და კასტილიის მეფე პედრო I მრისხანემ. მათი ძალები ერთმანეთს 1362 წელს შეხვდნენ. რამდენიმე ციხესიმაგრის დაკარგვის შემდეგ გრანადაში მუჰამედ VI-ს აუჯანყდნენ მუჰამედ V-ის მომხრეები და დაამხეს. 1362 წლის 16 მარტს მუჰამედ V-მ დაიბრუნა ამირას ტიტული, ხოლო ამავე წლის აპრილში პედრო I-მა მუჰამედ VI სიკვდილით დასაჯა სევილიაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Islamic Spain 1250 to 1500 by Leonard Patrick Harvey; University of Chicago Press, 1992
  • Pedro the Cruel of Castile 1350—1359 (The Medieval Mediterranean : Peoples, Economies and Cultures, 400—1453, Vol 6) by Clara Esto; Brill Academic Publishers, 1995