მუჰამედ შაიბანი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
მუჰამედ შაიბანი (უზბეკ. Muhammad Shayboniy; დ. 1451 — გ. 1510) — უზბეკი ხანების შაიბანიდების ფეოდალური დინასტიის დამაარსებელი, ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილის შაიბანის შთამომავლი, ცდილობდა მომთაბარე ტომების გაერთიანებას. XV საუკუნის დასასრულს შეუდგა თემურიდების სამფლობელოების დაპყრობას და შედარებით ადვილად დაიპყრო მავერანაჰრი, 1505 წელს აიღო ხვარაზმი, 1507 წელს - ჰერათი. მისი წინსვლა სამხრეთით შეაჩერა სეფიანთა ირანმა. დაიღუპა ისმაილ I-თან ბრძოლაში მარვთან.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 234, თბ., 1984 წელი.