მუჰამედ დაუდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მუჰამედ დაუდი
سردار محمد داود خان
მუჰამედ დაუდი      سردار محمد داود خان
ავღანეთის 1-ლი პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 თებერვალი, 1977 – 27 აპრილი, 1978
წინამორბედი თანამდებობა დაარსდა
მემკვიდრე თანამდებობა გაუქმდა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 ივლისი, 1973 – 27 აპრილი, 1978
წინამორბედი მუჰამედ მუსა შაფიკი
მემკვიდრე ნურ მუჰამედ თარაქი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 სექტემბერი, 1953 – 10 მარტი, 1963
მონარქი   ზაჰირ-შაჰი
წინამორბედი შაჰ მაჰმუდ ხანი
მემკვიდრე მუჰამედ იუსუფი

დაბადებული 18 ივლისი, 1909
ქაბული, ავღანეთი
გარდაცვლილი 28 აპრილი, 1978
ქაბული, ავღანეთი
პოლიტიკური პარტია ეროვნული რევოლუციის პარტია
მამა მუჰამედ აზიზ ხანი
განათლება ქაბულის სამხედრო აკადემია

მუჰამედ დაუდი (سردار محمد داود خان) (დ.18 ივლისი, 1909, ქაბული, ავღანეთი – გ. 28 აპრილი, 1978, ქაბული, ავღანეთი) — ავღანეთის პირველი პრეზიდენტი (1977-1978 წწ.) და ორგზის პრემიერ-მინისტრი (1953-1963 და 1973–1978 წწ.). გენერალი.

დაიბადა პუშტუნების არისტოკრატიულ ოჯახში. მამა მუჰამედ აზიზ ხანი იყო ავღანეთის მეფე მუჰამედ ნადირ-შაჰის (1929-1933 წწ.) ნახევარძმა. უმცროსი ძმა მუჰამედ ნაიმი იყო საგარეო საქმეთა მინისტრი 1953—1963 წლებში, ხოლო ბიძაშვილი ზაჰირ-შაჰი — ავღანეთის მეფე 1933–1973 წლებში, გარდა ამისა დაქორწინებული იყო მის შვილზე.

დაწყებითი განათლება მიიღო ქაბულის ერთ-ერთ ლიცეუმში ინგლისურ ენაზე. 1921 წლიდან ცხოვრობდა საფრანგეთში და სწავლობდა სამხედრო სასწავლებელში. ავღანეთში დაბრუნდა 1930 წელს და სწავლა გააგრძელა ქაბულის სამხედრო აკადემიაში.

1973 წელს სამხედრო გადატრიალების შედეგად დაამხო მონარქიული რეჟიმი, მეფე ზაჰირ-შაჰი, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა ჩამოაგდო ტახტიდან და სათავეში ჩაუდგა რესპუბლიკური მმართველობის ავღანეთს. 1978 წლის 28 აპრილს, თავად იქნა დამხობილი. მოკლეს სამხედრო გადატრიელების მეორე დღეს და საიდუმლოდ დაკრძალეს ქაბულის აღმოსავლეთით მდებარე ძმათა სასაფლაოზე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]