მუჰამედ ბენ მუსა ალ-ხორეზმი
ვიკიპედიიდან
მუჰამედ ბენ მუსა ალ-ხორეზმი (محمد بن موسى الخوارزمي; დ. 787 — გ. დაახლ. 850) — შუააზიელი მათემატიკოსი და ასტრონომი. არითმეტიკისა და ალგებრის მისმა ფუძემდებლურმა ტრაქტატებმა დიდი გავლენა მოახდინა მათემატიკის განვითარებაზე. მან პირველმა გამიჯნა ალგებრა არითმეტიკისგან და განიხილა იგი როგორც დამოუკიდებელი საგანი.

