მუჰამად სალიჰი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუჰამად სალიჰი (დ. 1455, ხვარაზმი — გ. 1535, ბუხარა) — უბეკო პოეტი, წერდა ჩაღათაურ და სპარსულ ენაზე. 1499 წლიდან მსახურობდა შაიბანიდების კარზე. ჰეროიკულ პოემაში „შაიბანინამე“ დაწვრილებით აღწერა შუა აზიაში ბატონობისათვის თემურიდთა და შაიბანიდთა შორის ბრძოლა, რომლის მომსწრეც თვითონ იყო. მისი თხზულება თარგმნილია გერმანულ, რუსულ და სხვა ენებზე.