მუშმულა სუბტროპიკული
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მუშმულა სუბტროპიკული | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Eriobotrya japonica | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
|
|
მუშმულა სუბტროპიკული, იაპონური ზღმარტლი, ლოქვა (Eriobotrya japonica), მარადმწვანე სუბტროპიკული ხე ან ბუჩქი ვარდისებრთა ოჯახისა. მცენარე 6-8, იშვიათად 9 მ სიმაღლემდე იზრდება. ნაყოფი მრგვალია (დიამეტრი — 3 სმ-მდე, კულტურული ფორმისა — 10 სმ-მდე), ოვალური ან მსხლისებრი ფორმა აქვს, წვნიანია, მომჟავო-ტკბილი; ნარინჯისფერი ან ყვითელია. ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე მოჰყავთ კავკასიაში შავი ზღვის სანაპიროსა და ყირიმის სამხრეთ რაიონებში, აგრეთვე შუა აზიის ზოგ რაიონებში. მცენარე ყვავილობს ნოემბერ-დეკემბერში, ნაყოფი მწიფდება მაის-ივნისში. იყენებენ ნედლად და გადამუშავებულს (კომპოტი, მურაბა და სხვა), თესლისაგან ამზადებენ ყავის სუროგატს. მუშმულა სუბტროპიკული კარგი დეკორატიული მცენარეა. მრავლდება თესლითა და მყნობით.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ნ. გიორგბერიძე, ქსე, ტ. 7, გვ. 226, თბ., 1984
სტატიის