მუქარა (კომიქსი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მუქარა (MENACE)
MUQARA.jpg
საოცარი ადამიანი-ობობა #585.
ჯონ რომიტა უმცროსის ნამუშევარი
ისტორია
გამომცემელი მარველის კომიქსები
დებიუტი (ლილი ჰოლისტერის) Amazing Spider-Man #545
(მუქარის) Amazing Spider-Man #549
ავტორ(ებ)ი მარკ გუგენჰეიმი
სალვადორ ლაროკა
დახასიათება
ალტერ ეგო ლილი ჰოლისტერი
მოკავშირეები მწვანე გობლინი
შესაძლებლობები *სუპერადამიანის ფიზიკური ძალა
  • ნორმან ოზბორნის მიერ წარმოებული იარაღი

მუქარა (ლილი ჰოლისტერი) არის მარველის კომიქსების გამოგონილი სუპერბოროტმოქმედი. მისი დებიუტი შედგა კომიქსში The Amazing Spider-Man #549, და მონაწილეობდა ადამიან-ობობაზე შექმნილ კომიქსების სერიაში Brand New Day, One More Day, American Son. ლილი ჰოლისტერი არის ჰარი ოზბორნის საცოლე[1].

ძალები და შესაძლებლობები[რედაქტირება]

ის შეიარაღებულია სხვადასხვა, უცნაური ცეცხლის წასაკიდებელი მოწყობილობით, რომლებსაც ინახავს ზურგჩანთაში, ასევე იყენებდა გობლინის მარკ 7 პლანერს (Mark 7 Goblin Glider), სანამ ის ნორმან ოზბორნმა არ გაანადგურა[2]. მის არსენალში არის კანტუზიის გამომწვევი და ასაფეთქებელი კვახის ბომბები. თავდაპირველად მუქარას ჰქონდა ტყვიაგაუმტარი ჯავშანიც, რომელიც ჩამონტაჟებული იყო მის ტანსაცმელში. შემდგომში მან შეიცვალა კოსტიუმი, პირველად მუქარის დებიუტი ახალ კოსტიუმში შედგა ადამიანი-ობობას კომიქსების სერიაში ამერიკის შვილი (American Son). ახლა მას აცვია შედარებით მსუბუქი კოსტიუმი, დამზადებული უცნობი მატერიალისგან, ხოლო ჩაფხუტში აქვს ორი სპეციალურად ამოჭრილი ადგილი თავისი რქებისთვის[3].

რადიაციული გამოსხივების მქონე, გობლინის შრატის ექსპერიმენტალურმა ვერსიამ მუქარას დიდი ფიზიკური ძალა მისცა. მას შეუძლია ნორმან ოზბორნი ფიზიკურ ბრძოლაში დაჯაბნოს, ეს კი იმის ნათელი მაგალითია მან ოზბორნზე(მწვანე გობლინზე) უფრო დიდი ძალა შეიძინა. მუქარას ასევე შეუძლია სურვილისამებრ მიიღოს ადამიანური ფორმა, მიუხედავად იმისა რომ ამას სჭირდება დიდი დაძაბვა და ძალიან მოუხერხებელია.

ლილი ჰოლისტერის პირველი გამოჩენა ადამიან-ობობაში: One More Day. ჯო ქესადას ნამუშევარი.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Amazing spider-man #599
  2. Amazing Spider-Man #571
  3. Amazing Spider-Man #598