მუტემუია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუტემუია და მისი შვილი ამენჰოტეპ III.

მუტემუია — ფარაონ თუტმოს IV-ის მეორე ცოლი და ამენჰოტეპ III-ის დედა. მუტემუია დაარქვეს ქალღმერთ მუტის, ამონის მეუღლის პატივსაცემად. სხვადასხვა ცოლებისაგან თუტმოს IV-ს ჰყავდა რამდენიმე შვილი. უფროსი ვაჟის სიკვდილის შემდეგ, ფარაონმა სახალხოდ გამოაცხადა თვის მემკვიდრედ ამენჰოტეპი, როცა მამა ფარაონი გარდაიცვალა მუტემუია თავისი მცირეწლოვანი ვაჟის რეგენტი გახდა.

ლუკორსკის მუზეუმის ფრესკაზე დედა დგას ვაჟის უკან და ხელებით უკავია მისი მხრები. ამენჰოტეპმა დედამისი ნომინალურად დააჯილდოვა მეუღლის ტიტულით, მოგვიანებით ეს ტიტული მიანიჭა თავის გოგონებს ისიდას და სათამაონს, რითიც აამაღლა მათი მნიშვნელობა საზოგადოებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • O'Connor, David and Cline, Eric H. Amenhotep III: Perspectives on His Reign University of Michigan Press. 2001 ISBN 978-0-472-08833-1
  • Aldred, Cyril, Akhenaten: King of Egypt ,Thames and Hudson, 1991 (paperback). ISBN 0-500-27621-8