მუსუანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუსუანი
კოორდინატები: 07°52′ ჩ. გ. 125°04′ ა. გ. / 7.867° ჩ. გ. 125.067° ა. გ. / 7.867; 125.067
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
სიმაღლე 646 
ტიპი ვულკანური გუმბათი
მუსუანი — ფილიპინები
მუსუანი

მუსუანის პიკი — აქტიური ვულკანი ფილიპინების კუნძულ მინდანაოზე. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 646 მეტრია, ფუძის დიამეტრი 3 კმ-ია. მდებარეობს ქალაქ ვალენსიადან 4.5 კმ-ით სამხრეთით.

გეოლოგიურად, მუსუანი ვულკანურ გუმბათს წარმოადგენს. ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტი იუწყება, რომ ვულკანი ბოლოს 1866 - 1867 წლებში ამოიფრქვა, მაგრამ მას არ ეთანხმება სმტსონიანის მსოფლიო ვულკანიზმის პროგრამა. 1888 წელს, იეზუიტი მღვდელი იუწყებოდა, რომ ვულკანზე მიმდინარეობდა დიდი გოგირდოვანი აქტივობები.

მუსუანი ფილიპინების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია და დანარჩენებთან ერთად მიეკუთვნება წყნარი ოკეანის ცეცხლოვან ვულკანურ სარტყელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]