მურომის ღვთისმშობლის ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მურომის ღვთისმშობლის ხატი

მურომის ღვთისმშობლის ხატიღვთისმშობლის ხატი, მურომისა და რიაზანის ერთ-ერთი პატივსაცემი რელიქვია. ითვლება სასწაულმოქმედად.

კიევის რუსეთში ხატი ჩამოაბრძანეს ბიზანტიიდან XII საუკუნეში, მურომში კიევიდან ჩამოაბრძანა ამ ადგილის განმანათლებელმა წმინდა კონსტანტინემ, რომელიც არწმუნებდა კერპთაყვანისმცემლებს რომ მიეღოთ ქრისტიანობა. განრისხებულმა ხალხმა განიზრახა მაისი მოკვლა თუმცა ღვთისმშობლის ხატის ტკბილმა სახემ მოალბო მათი გულები. ამის შემდეგ მათ შეცვალეს თავიანთი აზრი და იქით თხოვეს წმინდანს, რომ მოენათლა ისინი. ამ ხატით რიაზანის განმანათლებელი ვასილი ჩავიდა მურომიდან რიაზანში ქრისტიანობის გასავრცელებლად.

ხატის ხსენების დღეა 25 აპრილი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]