მურისკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოფელი
მურისკი
Muraisc
ქვეყანა ირლანდიის დროშა ირლანდია
სტატუსი სოფელი
პროვინცია კონაქტი
საგრაფო მეიოს საგრაფო
კოორდინატები 53.7783° ჩ. გ. 9.6315° დ. გ. / 53.7783° ჩ. გ. 9.6315° დ. გ. / 53.7783; -9.6315
ცენტრის სიმაღლე 70
მოსახლეობა 235 კაცი (2002)
დროის სარტყელი UTC+0, ზაფხულში UTC+1

მურისკი მდებარეობა ირლანდიის რესპუბლიკა

Red pog.svg

მურისკი (ინგლ. Murrisk; ირლ. Muraisc) — სოფელი ირლანდიაში, მდებარეობს მეიოს საგრაფოში, კონაქტის პროვინციაში. უესტპორტიდან დაშორებულია 8 კმ-ით დასავლეთით.

მურისკი მდებარეობს კროხ-პატრიკის ძირში და წარმოადგენს მარშრუტის საწყის წერტილს მომლოცველბისთვის, რომლებიც სტუმრობენ მთას. ყოველი წლის ივლისის ბოლო კვირას ათასობით ადამიანი თავს იყრის სოფელში, რათა მოილოცონ მთა.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება]

შიმშილობის მემორიალი

მურისკში მდებარეობს ნანგრევებად ქცეული მონასტერი, რომელიც დაარსდა 1457 წელს ავგუსტიანელების მიერ. რეფორმაციის პერიოდში ის დახურეს, თუმცა გარკვეული პერიოდი მაინც შემორჩა.

სოფელში ასევე მდებარეობს ირლანდიის დიდი შიმშილობის მემორიალი, რომლის ავტორია ირლანდიელი ხელოვანი ჯონ ბეჰენი და აბსტრაქტულად განასახიერებს კუბო-გემს, რომელიც სავსეა გარდაცვლილთა გვამებით. მემორიალი საზეიმოდ გახსნა პრეზიდენტმა მერი რობინსონმა 1997 წლის ივლისში.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]